გოჭებს ზოლიანი კოსტიუმები ჩააცვეს და ვეფხვის გალიაში შეუშვეს
11-04-2018
კალიფორნიის ზოოპარკში ვეფხვმა სამი ბოკვერი გააჩინა. მას რთული მაკეობა ჰქონდა და პატარები დროზე ადრე გაჩნდნენ. სამწუხაროდ, ისინი დაბადებიდან რამდენიმე საათში დაიხოცნენ.
მშობიარობის შემდეგ დედა ვეფხვი დღითიდღე წონაში იკლებდა და მისი თვალები უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა. თუმცა, ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემები არ აღენიშნებოდა. ვეტერინარების აზრით, შვილების დაღუპვის შედეგად, მას დეპრესია დაემართა. მისი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მასთან სხვა ბოკვრების მიყვანა გადაწყვიტეს.
სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ დარდიანი ძუ ვეფხვისთვის შესაბამისი ასაკის ბოკვერები ვერ მოიძებნა, თუმცა, სპეციალისტებმა გენიალური გამოსავალი იპოვეს.
მტაცებელს მიუყვანეს ზოლიან კოსტიუმებში ჩაცმული პატარა გოჭები, რომლებიც გარეულმა ცხოველმა მიიღო. მას შემდეგ, იგი პატარა არსებებს თავისი რძით კვებავს, ათბობს და მათთან ერთად თამაშობს, თითქოს მისი ნაშიერები არიან.
უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივ არეალშიც ბინადრობენ ცხოველები, რომლებიც სხვა სახეობის ნაშიერებზე ზრუნავენ.
ტაილანდის ზოოპარკში ჩატარდა ექსპერიმენტი, სადაც დედა ღორს მიუყვანეს ვეფხვის ბოკვერები.
მომვლელებმა საინტერესო კანონზომიერება აღმოაჩინეს: პატარა მტაცებლები ღორის რძით კვებისას, ბევრად სწრაფად ვითარდებოდნენ და იზრდებოდნენ. ამასთანავე, ბოკვერები გაიზარდნენ ბევრად მშვიდები, ვიდრე მათი მოძმეები, რომლებსაც ბიოლოგიური დედა კვებავდა.
ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ბენგალური ვეფხვი არ გადაშენდეს. 1997 წელს, როდესაც ზოოპარკმა მსგავსი მეთოდებით ბოკვერების გაზრდა დაიწყო, კვების ეს პროგრამა გაიარა დაახლოებით 300-მა ბენგალურმა ვეფხვის ნაშიერმა.
წყარო: zooclub.ge
იხილეთ ფოტოები