განათლების სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
11-10-2022
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება და უარყოფს ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად განათლების მინისტრი განიხილება. უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება.

 
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: თსუ-ს რექტორი თანამდებობას ტოვებს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203