როგორ ემზადებოდნენ სააღდგომოდ ყვარლის N1 საჯარო სკოლაში
10-04-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სპეც. მასწავლებლების ხელმძღვანელობით წინასააღდგომო სამზადისში ჩაერთვნენ. 

მოსწავლეებმა შეღებეს კვერცხები, დაამზადეს გირლიანდები, მრავალფეროვანი აპლიკაციები გამოჭრეს, გააფორმეს ჯეჯილი, მორთეს ,,სააღდგომო ხე" და მასწავლებლებსა და თანაკლასელებს დღესასწაული საკუთარი ნამუშვერებით მიულოცეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სააღდგომო სამზადისში მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203