თეთრიწყლების საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
10-04-2018
თეთრიწყლების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წრის წევრებმა ( მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები) ქართული ენის მასწავლებელთან ერთად გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს. 

პოეტზე არჩევანი თავად მოსწავლეებმა შეაჩერეს. 


ისინი მთელი კვირის განმავლობაში ეძებდნენ ინფორმაციებს პოეტის შესახებ, გაეცნენ მის შემოქმედებას, მოუსმინეს ლექსებსა და სიმღერებს.  

მოძიებული ინფორმაცია მათ თანატოლებსა და პედაგოგებს გააცნეს.  

საღამოსთან დაკავშირებით შექმნეს კედლის გაზეთი „მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ“. 
საღამომ ემოციურად და საინტერესოდ ჩაიარა.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203