კომპეტენციისა და კვალიფიკაციის გამოცდის ჩატარების წესი დამტკიცდა
11-10-2022

კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა მეზღვაურთა გამოცდის ჩატარების ფორმა.

„მეზღვაურის გამოცდა ტარდება ტესტური გამოცდის და ზეპირი გამოცდის ფორმით, ორ ეტაპად,  ტესტირება და ზეპირი გამოცდა წარმოადგენს ერთიან გამოცდას, რომლის პირველი ეტაპი არის ტესტირება, ხოლო მეორე, ზეპირი გამოცდა.

გამოცდის ჩაბარების მსურველი მეზღვაური (შემდეგში – მეზღვაური), რომელსაც სურს რანგის ამაღლება კაპიტნის, კაპიტნის უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის, მეორე მექანიკოსის, სავახტო თანაშემწის, სავახტო მექნიკოსის ან ელექტროტექნიკოს ოფიცრის თანამდებობაზე გამოცდას აბარებს ტესტირებისა და ზეპირი გამოცდის ფორმით.

მეზღვაური, რომელსაც სურს რანგის ამაღლება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა, გამოცდას აბარებს მხოლოდ ტესტირების ფორმით.

მეზღვაური, რომელსაც სურს კომპეტენციის სერტიფიკატის განახლება და განაცხადის შემოტანამდე  არ გააჩნია სულ მცირე 12-თვიანი ნაოსნობის სტაჟი წინა 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ან 3-თვიანი ნაოსნობის სტაჟი წინა 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გამოცდას აბარებს ტესტირებისა და ზეპირი გამოცდის ფორმით.

მეზღვაური, რომელსაც სურს იმავე რანგის კვალიფიკაციის ან სხვა სერტიფიკატის მიღება, გააჩნია წინა 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ნაოსნობის 12-თვიანი ნაოსნობის სტაჟი ან 3-თვიანი ნაოსნობის სტაჟი წინა 6 (ექვსი) თვის განმავლობაში და  საქართველოს კანონმდებლობით სხვა მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული, კვალიფიკაციის/სხვა სერტიფიკატს აიღებს ამ წესით განსაზღვრული გამოცდის ჩაბარების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდას აბარებს ტესტირების ფორმით.

მეზღვაურთა საგამოცდო პროცესს ორგანიზებას უწევს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის მეზღვაურთა სერტიფიცირების სამმართველო“, - აღნიშნულია დოკუმენტში

ბრძანება სრულად იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203