თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის კიდევ ერთი სააღმზრდელო სივრცე შეიქმნება. უკრაინელი აღსაზრდელებისთვის კი მოიწვევენ უკრაინელ აღმზრდელებს და პედაგოგებს.
„თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები უკრანელი ბავშვებისთვის კიდევ ერთ ჰუმანიტარულ პროექტს უცხადებს მხარდაჭერას. თბილისის საავშვო ბაგა-ბაღების მარტვის სააგენტოსა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია save the children-ის თანამშრომლობით სასკოლო მზაობის ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის 93-ე ბაღში საბავშო სივრცე მოეწყობა.
პროექტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო მიმართულებას თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს save the children, რომელიც მოიწვევს უკრაინელ აღმზრდელ პედაგოგებს, ფსიქოლოგებსა და სპეცპედაგოგებს, იქირავებს ტექნიკურ პერსონალს, შეადგენს სასწავლო გეგმას და ა.შ. ხოლო ბაღების სააგენტო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას, კომუნალური ხარჯების დაფარვას და ბავშვების ოთხჯერად კვებას“, - აღნიშნა კალაძემ.