ხოჯორნის საჯარო სკოლაში დედის დღე იზეიმეს.
დედის დღე სომხეთში 7 აპრილს აღინიშნება. თანამედროვე სომხეთში ეს ნაციონალური, მაგრამ არაოფიციალური დღესასწაულია. იგი აჯამებს ე.წ ქალების თვეს, რომელსაც სომხეთში 8-მარტიდან 7- აპრილამდე აღნიშნავენ.
სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ანაიტ ვერმიშიანის ხელმძღვანელობით წარმოდგენა მოაწყვეს და დედები დაპატიჟეს. ღონისძიების ბოლოს კი სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე ქალბატონებს ყვავილები მიართვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება შთამბეჭდავი და ემოციური გამოვიდა.
იხილეთ ფოტოები