როგორ აღნიშნეს აფენის N2 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა გაზაფხულის დღესასწაულები
10-04-2018
აფენის N2 საჯარო სკოლის IIბ კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება სახელწოდებით „გაზაფხული, 8 მარტი, დედა“ ჩაატარეს. მოსწავლეები მაყურებლების წინაშე განსხვავებული პროგრამით წარსდგნენ.
მათ ლამაზი კოსტიუმებითა და ფორმებით გამოხატეს თავიანთი სათქმელი და მაყურებლის აღტაცებაც გამოიწვიეს.
ღონისძიება კლასის დამრიგებელმა იზოლდა მჭედლიძემ და მუსიკის პედაგოგმა ნანა გაფრინდაშვილმა მოამზადეს.
აფენის N2 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს.