არაშენდის საჯარო სკოლის პირველკლასელები ნერგებს ზრდიან
10-04-2018

არაშენდის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში 15 ფიჭვის და 4 ცაცხვის ნერგი დარგეს.

კლასის დამრიგებელი ნათელა ბიტარაშვილია.

სკოლის აღსაზრდელებს ნერგები კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისის“ სატყეო საქმის სპეციალისტ-მასწავლებელმა აჩუქა.

პატარებს ნერგების დარგვაში XI და XII კლასის მოსწავლეები დაეხმარნენ. 


„ყველა პირველკლასელმა იცის რომელია მისი ნერგი, ისინი საკუთარი პაწაწინა ხელებით დარგეს, სისტემატურად რწყავენ, უფრთხილდებიან და მოუთმენლად ელიან მათ გაზრდას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203