დისლექსია კითხვის უნარის დარღვევაა, თუმცა მისი მნიშვნელობა ბევრად მეტია. რიგ შემთხვევაში დისლექსია ხასიათდება სწავლის უნარის დაქვეითებით, ასეთ დროს მოსწავლეს აქვს კითხვის, წერისა და ზეპირი მეტყველების პრობლემება.
დისლექსია შესაძლოა იყოს:
გენეტიკური - მემკვიდრეობითი დისლექსია დამახსიათებელია ოჯახებისათვის, სადაც ნათესავებს მსგავსი პრობლემები აქვთ და თაობებს გადაეცემა.
განვითარების დისლექსია - კონგენიტალური, დაბადებიდან არსებული და განვითარების პროცესში გამოვლენილი, მაგრამ არა მემკვიდრეობითი.
შეძენილი დისლექსია- მოგვიანებით ჩნდება რაიმე ფიზიკური მდგომარეობის ან დაზიანების გამო. ეს არის სიმპტომატური დისლექსია.
ემოციური დისლექსია - წინავერბალურ საფეხურზე აღმოცენებული ტრავმა იწვევს სპეციფიკური სმენითი ბლოკის ჩამოყალიბებას.
როგორ განვასხვაოთ კითხვის უნარის დარღვევები? დისლექსიის სახეებია:
დისეიდეტური დისლექსია - სიტყვის, როგორც მთლიანობის, აღქმისა და წაკითხვის დარღვევა. ამ შემთხვევაში შეუძლებელია სიტყვების ვიზუალური კონფიგურაციის ცნობა, თუმცა შესაძლებელია ფონეტიკური ანალიზი.
დისფაზია - თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული მეტყველების დარღვევა, ლაპარაკისა და სხვისი ნათქვამის გაგების სრული ან ნაწილობრივი შეუძლებლობა.
დისფონეტიკური დისლექსია - ასოსა და ბგერას შორის მიმართების გაგების სიძნელე. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სიტყვის ფონეტიკური ანალიზის (ფონეტიკური დეკოდირება/კოდირების) დარღვევას, სიტყვის წაკითხვა ვიზუალური ნიშნების მიხედვით ხდება.
შერეული დიფონეტიკური–დისეიდეტური დისლექსია - როგორც სიტყვაში ასოსა და ბგერას შორის მიმართების გაგებისა და იდენტიფიკაციის, ასევე სიტყვის, როგორც ვიზუალური მთლოანობის აღქმისა და წაკითხვის უნარის დარღვევა.
L–ტიპის დისლექსია - კითხვისას დარღვეულია მარჯვენა ჰემისფეროსთვის დამახასიათებელი სტრატეგიების გამოყენება, ამ ტიპის დისლექსიის მქონე ადამიანები კითხვისას უპირატესად ლინგვისტურ (ფონოლოგიურ) სტრატეგიას მიმართავენ. ისინი კითხულობენ სწრაფად, მაგრამ არაზუსტად და ასოების გამოტოვებით.
P–ტიპის დისლექსია - კითხვისას დარღვეულია მარცხენა ჰემისფეროსთვის დამახასიათებელი სტრატეგიების გამოყენება. ამ ტიპის დისლექსიის მქონე ადამიანები კითხვისას უპირატესად ვიზუალურ-სივრცით სტრატეგიას მიმართავენ. ისინი კითხულობენ ნელა, ფრაგმენტულად, მაგრამ ზუსტად.