გაიცანით ჩივთქილისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის ახალგაზრდა მასწავლებელი
10-04-2018
ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი ვოსკანიანმა გეოგრაფიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 

გიორგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, რომელმაც უნივერსიტეტი წარმატებით, წითელ დიპლომზე დაამთავრა.  

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა და უკვე რამდენიმე თვეა, რაც სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის. 

„გიორგის მაგალითი დიდი სტიმულია მოსწავლეთათვის, რადგან ის პირველი ახალგაზრდაა სოფელ ჩივთქილისიდან, ვინც წარმატებით გაიარა 1+4 პროგრამა და დასაქმდა. მან სკოლაში ხალისი და ენთუზიაზმი შემოიტანა, მომავლის იმედი და რწმენა გაუჩინა მოსწავლეებს,“ - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.  

ჩივთქილისის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს გეოგრაფიის ახალგაზრდა მასწავლებელს კარიერულ საქმიანობაში.  

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203