ოჟიოს საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული მიმდინარეობს
10-04-2018
ოჟიოს საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენის კვირეული მიმდინარეობს. 

კვირეულს, რომელიც 2 აპრილს დაიწყო და 13 აპრილს დასრულდება, პედაგოგი თინათინ ლეფსვერიძე ხელმძღვანელობს.

კვირეულის პირველ დღეს ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა, რომელშიც III, IV და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსში IV კლასის მოსწავლეთა გუნდმა „პანდამ“ გაიმარჯვა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203