კერძო სკოლა „ორნატში“ 9 აპრილის მოვლენებზე ისტორიის სპეციალური გაკვეთილი ჩატარდა
10-04-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ IX კლასში 9 აპრილის მოვლენებს ისტორიის გაკვეთილი მიეძღვნა. 

პრეზენტაცია სახელწოდებით „9 აპრილი - თავისუფლების საფასური“ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარ სისხლიან მოვლენებს ეხებოდა, როდესაც საბჭოთა არმიამ თავისუფლების მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. 

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფოტომასალა, მოვლენების განვითარების ქრონოლოგია და ამით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 

ღონისძიებას მასწავლებლები და მოსწავლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203