ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს ვაკის პარკში, შადრევანში ჩასვლისას დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკაში გააკეთეს.
ექიმის თქმით, 13 წლის გოგონა კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„მოყვანილი იქნა ორი ბავშვი 13 წლის, მოხდა პირველი პაციენტის სტაბილიზაცია მართვის სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილი იქნა პედიატრიულ კლინიკაში.
რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ექიმმა.
თბილისის მერიამ სოციალური ქსელიდან ვაკის პარკის გახსნის ფოტოები აიღო. ახალრეაბილიტირებული პარკი, გუშინ 12 ოქტომბერს, მერმა კახა კალაძემ მოინახულა.
etaloni.ge-სა და izrune.ge-ს გუნდი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს.
იხილეთ: ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა - შემთხვევა ვაკის ახალრეაბილიტირებულ პარკში მოხდა