„რეგულაცია, რომელიც სკოლას ავალდებულებს, მშობლებს ბავშვების სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ აცნობოს, დაცულია“ - თამარ მახარაშვილი
13-10-2022

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი „ნიუ ჰოსპიტალში“ იმყოფებოდა, სადაც  ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნია მოთავსებული.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არასრულწლოვნები დღეს საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებოდნენ. თუმცა ამის შესახებ მშობლები ინფორმირებულები იყვნენ.

„მოხდა უდიდესი ტრაგედია და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ყველა სიტყვა არის უძლური იმ ტრაგედიის გამოსახატად, რაც მოხდა. კონკრეტულად 55-ე საჯარო სკოლაში, ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდენ დილიდან გაკვეთილზე. რეგულაციის მიხედვით, დამრიგებელმა აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს. დილიდან ხაზზე ვართ ექიმებთან, მშობლებთან. კომუნიკაცია პირადად არ მქონია, მაგრამ ვიცით, რომ რეგულაცია, რომელიც სკოლას ავალდებულებს, მშობლებს ბავშვების სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ აცნობოს, დაცულია“, – განაცხადა მახარაშვილმა.

იხილეთ: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო“ - მიხეილ ჩხენკელი

გოგონა, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა 

ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა - შემთხვევა ვაკის ახალრეაბილიტირებულ პარკში მოხდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203