13 წლის მარიტა მეფარიშვილი - ბოლო კადრები გოგონას ცხოვრებიდან
14-10-2022
13 ოქტომბერს სამ მოზარდს ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა.

13 ოქტომბერს 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. გოგონა, რომელიც მეგობრის საშველად შევიდა შადრევანში - საკუთარი სიცოცხლის ფასად.

სამი ბავშვი შადრევნიდან ეკოსერვისის თანამშრომელმა, დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა.

თბილისის N55 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიტა ჩოგბურთში, საქართველო ჩემპიონი იყო, მამა მწვრთნელია და ვინ იცის, რამდენი წარმატება ჰქონდათ ერთად დაგეგმილი.

დღეს მარიტა ყველას ტკივილია. 

სკოლაში გაირკვა, რომ ბავშვების მშობლებს გაცდენის შესახებ შეატყობინეს;

მერიაში ამბობენ, რომ შადრევნის გახსნისას ყველაფერი წესრიგში იყო;

სახალხო დამცველი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს კანონის ძალით;

კიდევ ერთი ბავშვი სიცოცხლისთვის იბრძვის, სოციალურ ქსელში კი მარიტას ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება.

დაკავებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორი. 

ალბათ კიდევ ბევრს შევიტყობთ ამ გოგონას შესახებ, მანამდე კი იმედია, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს, დამნაშავეები კი კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯებიან.

მარიტას ბოლო ვიდეო

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203