საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
14-10-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ სკოლის ეზოში საქართველოს დროშა დაუშვეს და მარიტასთვის სანთლები დაანთეს. მოსწავლეებმა პოსტერებიც დაამზადეს, სადაც მარიტა დახატეს და დაწერეს, რომ ის დედამიწას აღარ ამშვენებს. 

სკოლაში გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახსა და მეგობრებს უსამძიმრებენ და გამძლეობას უსურვებენ.

შეგახსენებთ, რომ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს გუშინ, ვაკის პარკში, შადრევანში დენმა დაარტყა. მის გადარჩენას ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ. მარიტა კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და მოსწავლე გარდაიცვალა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203