კერძო სკოლა „ანაბასისში“ გაკვეთილები ინოვაციური მეთოდით ტარდება
10-04-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ პედაგოგმა ქეთევან ედიბერიძემ მეათე კლასში ქიმიის გაკვეთილზე ინოვაციური მეთოდი „სწავლება გაჩერებებით“ გამოიყენა. 

გაკვეთილის თემა იყო ხსნარები, ქიმიური რეაქციები და ადამიანის ორგანიზმი. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა გაკვეთილის მიზანი განახორციელა, მოსწავლეებმა შეძლეს მასწავლებლის მიერ შეთავაზებული სტრატეგიით პრობლემის სწორად გადაჭრა, ხსნარები დაამზადეს და კვლევა ჩაატარეს.

ასვე, მოზარდებმა გაანალიზეს და წარადგინეს მონაცემები, მიწოდებული ტექსტი და ვიდეორგოლი გაიაზრეს, ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესები დაუკავშირეს რეალურ ცხოვრებას.

გაკვეთილმა მოსწავლეებს 21- ე საუკუნის უნარების - პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის, დამოუკიდებელი მუშაობის, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარის განვითარების შესაძლებლობა მისცა.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ და ხსნარების დაამზადებისას განსაკუთრებით იაქტიურეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203