პერსონალის ანაზღაურება წელიწადში 5 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს - განათლების მინისტრი
17-10-2022
მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების წესში ცვლილება შევიდა. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანების მიხედვით:

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 70 000 ლარს წელიწადში. ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება − ჯამში არაუმეტეს 40 000 ლარისა წელიწადში; დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება −  ჯამში არაუმეტეს 5 000 ლარისა წელიწადში.

ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის განსახორციელებლად წელიწადში მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობის 20%-ის ფარგლებში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203