გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფელი დაასუფთავეს
11-04-2018
გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლის ტერიტორია დაასუფთავეს. 

აქციას ორგანიზება ინგლისური ენის მასწავლებელმა ირა ძირკვაძემ გაუწია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები აქციაში მონდომებით და ხალისით ჩაერთვნენ. 

„საოცარი ბავშვები გვყავს გუმბათში. მოიწადინეს და მთელი სოფელი დაასუფთავეს, ეცადნენ და ყოველ კუთხე-კუნჭულამდე მიაღწიეს. ეს რამდენი ნაგავი გვქონია სოფელშიო, ნაგვის ურნები გვჭირდებაო, პლაკატები გავაკრათ, რომ ხალხმა აღარ დაყაროსო, ასე არ შეიძლებაო, ჩვენ ვალდებულები ვართ მოვუაროთ ჩვენს სოფელსო - ასე ლაპარაკობდნენ მთელი დღე. დიდი მადლობა ყველას, განსაკუთრებით პატარებს, რომლებმაც გულმოდგინედ იმუშავეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203