ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტებები გააკეთა 2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით და ისიც დასძინა, რომ დოკუმენტის მეორე განხილვა 5 ნოემბრისთვისაა პარლამენტში დაგეგმილი.ლაშა ხუციშვილმა, ასევე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დაფინანსება იზრდება სოციალური და უსაფრთხოების მიმართულებებით:
„იზრდება პენსიები და სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებები... გარდა ამისა, გრძელდება დაპირებისამებრ, ხელფასების მოწესრიგების საკითხი; 10 პროცენტით გაიზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები, ხოლო პოლიციას, ჯარსა და უსაფრთხოების სამსახურს 20 პროცენტით“.
აღსანიშნავია, რომ იმატებს ასევე მასწავლებლების ხელფასები 125 ლარით, ხოლო სკოლის ადმინისტრაციასა და სხვა პერსონალის ანაზღაურება 10%-ით.
იხილეთ ასევე: