ყვარლის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების შესახებ პროექტი ტარდება
11-04-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების შესახებ სპეციალური პროექტი ხორციელდება. 

პროექტში IV კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი და 4 გაკვეთილისგან შედგება. 

პროექტის მიზანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ბავშვთა უფლებების სწავლება. 

სწავლის მიდგომა ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრასა და მაგალითის საშუალებით სწავლაზე, მოსწავლეებს ეხმარება უნარების განვითარებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში.   
        
პროექტის ფარგლებში პირველი გაკვეთილი უკვე ჩატარდა თემაზე „მე მაქვს სახელი - ჩვენ გვაქვს სკოლა“. 

„მოსწავლეებმა გაიგეს და დააფასეს ის, რომ სკოლა მათ ეხმარება მოცემულ მომენტში და დაეხმარება მომავალშიც, რათა თითოეულმა მათგანმა და ყველამ ერთად მეტი ცოდნა და უნარები შეიძინოს. ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებმა გაიგონ სკოლაში სიარული მხოლოდ მოვალეობა არაა, ეს არის მათი უფლება, იარონ სკოლაში და მიიღონ განათლება“- აღნიშნავს სკოლის წარმომადგნელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203