პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა: „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკას ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“ გამოქვეყნდა. აღნიშნული მოკვლევიუს ფარგლებში უწყებამ შეიმუშავა რეკომენდაცვიები და მის განსახორციელებლად ვადებიც დათქვა. გთავაზობთ 4 ძრითად რეკომენდაციას, რომელიც განათლების სამინისტრომ 2023 წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
- უწყებათაშორის ფორმატში შემუშავდეს რეგიონალური სკოლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, ინფრასტრუქტურული და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის კუთხით, მათ შორის სკოლების ავტორიზაციის საჭიროებების გათვალისწინებით
- სასკოლო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ჭრილში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში შემუშავდეს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს და სკოლებს შორის თანამშრომლობის მექანიზმები, ინფორმაციის რეგულარული გაცვლისა და ეფექტიანი მხარდაჭერის მიზნით
- შემუშავდეს თანამედროვე განათლების პრინციპებზე მორგებული სახელმძღვანელოთა განვითარების სტრატეგიები, დაინტერესებული აქტორების ჩართულობით;
- შემუშავდეს სკოლების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლებისა და მათი კონცეპტუალური მოწყობის გეგმა