მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრულია პედაგოგების სტატუსები: უფროსი, წამყვანი და მენტორი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პედაგოგს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ 1 სტატუსი; თუმცა, როგორც ირკვევა, მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია დაევალოს ამ მუხლით განსაზღვრული სხვა სტატუსის მასწავლებლის ფუნქცია, რაც არ ითვალისწინებს გაკვეთილის ჩატარებას.
მასწავლებლის სტატუსებიდან იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო შედარებით მაღალი სტატუსია მენტორი მასწავლებლის სტატუსი.