ნადაბურის საჯარო სკოლის ეზო დირექტორმა და დამრიგებლებმა მოსწავლეებთან ერთად დაასუფთავეს
11-04-2018
ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დასუფთავების აქციას სკოლა ყოველ გაზაფხულზე მართავს და მასში დაწესებულების ყველა თამანშრომელი და მოსწავლე მონაწილეობს. სკოლის ეზოს დირექტორი და დამრიგებლები მოსწავლეებთან ერთად ასუფთავებენ.
„მოზარდები აქციაში ხალისით ჩაერთვნენ და სკოლის ეზო გულმოდგინედ დალაგეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები