სამების საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს
11-04-2018
სამების საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში სახელწოდებით „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე იყო ჩართული.
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, გაიხსენეს დაღუპულები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორია და აპრილის მოვლენები თბილისში.