ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განათლების ღონისძიებებისთვის 38 ათასი ლარია განსაზღვრული, ხოლო პროგრამით, პედაგოგებს აღმზრდელებს, საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებსა და მოსწავლეებს შესაძლოა საპატიო წოდება მიენიჭოთ ან ფულადი ჯილდო გადაეცეთ:
„პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები განათლების სფეროს წარმომადგენელთათვის (აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწე, პედაგოგი, საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, მოსწავლე) საპატიო წოდებების მინიჭებას და/ან ფულადი ჯილდოების გადაცემას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი კურსის სტუდენტთათვის (სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან - 65001 ქულამდე) სწავლის საფასურის ანაზღაურებას.