საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში საუბარია იმ ძირითად მიგნებებზე, რომელიც სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში გამოიკვეთა.
- სახელმძღვანელო სწავლების მიზნების, შინაარსის და სწავლა-სწავლების ყოველდღიური ამოცანების განსაზღვრისთვისაც კი მთავარ საშუალებად რჩება მასწავლებლებისთვის;
- სახელმძღვანელოების განვითარების პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა;
- სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის საკითხი დიდწილად გადაიჭრა, თუმცა გამოწვევად რჩება მეორადი სახელმძღვანელოების მდგომარეობა;
- სსსმ მოსწავლეებისთვის რამდენიმე სახელმძღვანელო შეიქმნა, მაგრამ საჭიროა რესურსების ბანკის შექმნა;
- არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით ვითარება ბოლო წლებში გაუმჯობესდა. თუმცა, გამოწვევად რჩება ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების დროულად თარგმნის და სკოლებისთვის დროულად მიწოდების საკითხი;
- სახელმძღვანელოს ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის სახელდება მეთოდოლოგიური და შინაარსობრივი საკითხები, ასევე, ტექნიკური ხარვეზები;
- ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახელმძღვანელოების გრიფირების წესები, თუმცა საჭიროა ზომების მიღება შეფასების სანდოობის გაზრდის მიმართულებით;
- სახელმძღვანელოების ავტორებისთვის უნდა გამოიყოს მეტი დრო და რესურსი;
- ნაკლებია ინტერესისასწავლო რესურსების ხარისხის კვლევებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა სასწავლორესურსების განვითარებაში.
- სისტემის მნიშვნელოვან ნაკლოვანებას წარმოადგენს აკადემიური წრეების დომინაცია სახელმძღვანელოების ავტორობაზე;
- მოსწავლეების ბუკებით უზრუნველყოფის ფონზე, მცირე მასშტაბისაა და დასახვეწია ციფრული რესურსების განვითარების პოლიტიკა;
- სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების, მათ შორის ლაბორატორიების, დანერგვა და შესაბამისად, გამოყენება საჭიროებს სკოლებისთვის შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის გაღებას;
- სკოლების უმრავლესობაში წიგნადი ფონდი არის უკიდურესად მოძველებული და სკოლების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს მათ განახლებას;
- სასკოლო რესურსების სწავლა-სწავლებაში ეფექტიანად დანერგვისთვის საჭიროა როგორც ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე, შესაბამისი მხარდაჭერა.