სწავლების მეთოდი მასწავლებლისთვის მიზნის მისაღწევი საშუალებაა. მეთოდი - ეს არის პედაგოგის დაგეგმილი ქმედება მოსწავლეების მიერ შესაბამისი ცოდნისა და უნარების დასაუფლებლად.
სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი უნდა განსაზღვროს. სწორედ სასურველ შედეგზეა დამოკიდებული, თუ რომელ სწავლების მეთოდს აირჩევს პედაგოგი. სწავლების მეთოდის მიზანია, მოსწავლეებმა ახალ მასალა მარტივად აღიქვან და შეიმეცნონ.
მასწავლებელმა სწავლების მეთოდის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
რამდენად დაეხმარება შერჩეული მეთოდი დასახული მიზნის მიღწევაში. პედაგოგს წინასწარ უნდა ჰქონდეს დაგეგმილი, თუ რას მიაღწევს აღნიშნული მეთოდით, მიაღწევს სასურველ მიზანს სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით?