ცხოვრება გეოლოგიასა და პლანეტოლოგიას მიუძღვნა, სული ახალ სამეცნიერო მიმართულებას - ასტროგეოლოგიას შთაბერა და იუპიტერზე ჩამოვარდნილი კომეტა - შუმეიკერი ლევის ერთერთი აღმომჩენი გახდა. ამერიკელი მეცნიერი იუჯინ შუმეიკერი 1977 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი პლანეტათშორისი მოგზაურობა სიკვდილმა ვერ შეაყოვნა.
ინტერნაციონალურმა კვლევითმა სადგურმა, „Lunar Prospector“ - მა მეცნიერის ფერფლი მთვარისკენ 2 წლის განმავლობაში ამოგზაურა.
კაფსულამ თავისი მისია 1999 წელს მთვარეზე პირველი და ამ დროისათვის ერთადერთი ადამიანის დაკრძალვით დაასრულა.