კერძო სკოლა „მზექაში“ შოთა რუსთაველსა და „ვეფხისტყაოსანზე“ ისაუბრეს
11-04-2018
ახალციხის კერძო სკოლა „მზექაში“ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.
მასწავლებელმა ბელა კაპანაძემ მოსწავლეებთან ერთად შოთა რუსთაველსა და „ვეფხისტყაოსანზე“ ისაუბრა.
მოსწავლეებმა წარადგინეს რეზენტაციები, დაამზადეს კედლის გაზეთები, ისაუბრეს რუსთაველის როლსა და მნიშვნელობაზე ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში, დაახასიათეს „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები და განიხილეს მათი ესა თუ ის საქციელი.