ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის მეექვსეკლასელ მოზარდს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქვეითთათვის განკუთვნილ ზებრაზე პირველი გაკვეთილის შემდეგ შესვენებისას გადადიოდა. ამის შესახებ სკოლის დირექტორი ლევან ღურწკაია აცხადებს.
„გოგონა უსწრაფესად გადაიყვანეს ჰოსპიტალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას უტარდება შინაგანი ორგანოების კვლევა, გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. გოგონა საკვების საყიდლად გადადიოდა შესვენებაზე”,- განაცხადა სკოლის დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, მძღოლს გოგონა არ მიუტოვებია და სამართალდამცველებიც იქვე ჰკითხავდნენ. დაშავებული მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.