ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით - „აი ია“ დაიწყეს.
მასწავლებელმა მარინა იმნაძემ მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია. მან კლასი შესაბამისი დეკორაციებით, ბუშტებით მორთო და პირველკლასელებს საზიმო განწყობა შეუქმნა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა.
პატარა მოსწავლეებს დამირგებელი მიმართავს:
„შენ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯე და ეზიარე ქართული სიტყვის ტკბილხმოვანებას! დღეიდან შენ იმოგზაურებ წიგნების მრავალფეროვან სამყაროში, გისურვებ უამრავ წარმატებას,- სიყვარულით ,შენი პირველი მეგზური წიგნიერების სამყაროში მარინა მასწავლებელი.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: