კორბოულის N2 საჯარო სკოლას გერმანელი კონსულტანტი ესტუმრა
11-04-2018

კორბოულის N2 საჯარო სკოლას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები გერმანელ კონსულტანტ დოქტორ ჰელმუტ მაიერთან ერთად ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა პროექტ „სკოლის შეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

პედაგოგებმა III და VI კლასებში სააზროვნო უნარების განვითარების გეგმა წარადგინეს და სტუმრებთან ერთად განიხილეს. 

პროექტში მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრია ჩართული. პროექტს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო” და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აფინანსებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203