დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია გაალამაზეს
11-04-2018
დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლის ადმინისტრაციული ცენტრისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

მოსწავლეებს დალაგებაში მასწავლებლებიც დაეხმარნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ.
 
„მსგავსი აქცია პირველი არ გახლავთ. სკოლის მოსწავლეები შესაძლებლობის ფარგლებში პერიოდულად ასუფთავებენ, აწესრიგებენ და ალამაზებენ სასწავლო დაწესებულების გარშემო და სოფლის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203