კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდა
11-04-2018
კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა საერთაშორისო გარემოსდაცვით კამპანიას - „დავასუფთავოთ დედამიწა“ შეუერთდა. 

სკოლის აღსაზრდელებმა შერჩეული ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს. 

აქციაში მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოზარდები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ.

გარემოსდაცვითი კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო" საფუძველი 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით, ჩაეყარა.

კამპანია მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ორგანიზაციებს, სკოლებს, ცალკეულ მოქალაქეებს აერთიანებს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203