განთიადის საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაული კონკურსით აღნიშნეს
11-04-2018

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით განთიადის საჯარო სკოლაში კონკურსი ჩატარდა. 

კონკურსში სახელწოდებით „აღდგომა ჩვენს სკოლაში“ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. 

მათ დაამზადეს სხვადასხვა რეკვიზიტი, კედლის გაზეთი, სკოლაში გაახარეს ჯეჯილი და მიიტანეს წითლად შეღებილი კვერცხები. 

სპეციალურად კონკურსისთვის მოეწყო სკოლის ერთი კუთხე, სადაც დამთვალიერებლებს შეეძლოთ ბავშვების ნამუშევრები ენახათ. 

კონკურსის გამარჯვებულ კლასებს სკოლის დირექციამ პრიზები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203