დირექტორობის მსურველებმა 35 ლარი უნდა გადაიხადონ - ცნობილია, გამოცდის მინიმალური ბარიერი
20-10-2022
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად 35 ლარი უნდა გადაიხადონ. როგორც განატლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს, დირექტორობის მსურველებმა გასაუბრებამდე ტესტი უნდა ჩააბარონ. 

დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ვებგვერდზე  https://directors.mes.gov.ge/

სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში 

დირექტორობის მსურველთა კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში.

პირებს, რომლებიც ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ, შესაძლებლობა მიეცემათ, გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე.

24 ოქტომბრიდან დირექტორობის მსურველებს საშუალება ექნებათ, ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია ვებგვერდზე https://el.ge

იხილეთ: 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203