რა არ მოსწონთ მასწავლებლებს სახელმძღვანელოებში - კვლევის შედეგები
22-10-2022

სახელმძღვანელოს ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის სახელდება მეთოდოლოგიური და შინაარსობრივი საკითხები, ასევე, ტექნიკური ხარვეზები - აღნიშნულია პარლამენტის მიერ ჩატარებული სასკოლო რესურსების ეფექტურობის მოკვლევის ანგარიშში. 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მეთოდოლოგიური  შენიშვნები ეხება სახელმძღვანელოში საკითხების დაფარვის თანმიმდევრულობას და თემატურ კავშირებს, სირთულეს (ისტორიის წყაროებზე დაფუძნებული სწავლება და გრამატიკის ინტეგრირებული სწავლება), სავარჯიშოების ნაკლებობას (მათემატიკა და ენები). მეთოდოლოგიური საკითხების ირგვლივ წამოჭრილი საკითხები უკავშირდება როგორც სახელმძღვანელოების ხარისხს, ასევე, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის გამოწვევებს და, ზოგადად, სწავლა-სწავლების ზოგიერთი თანამედროვე მიდგომის სწორად გააზრებასა და პრაქტიკაში დანერგვას. შინაარსობრივ საკითხებში მასწავლებლები ასახელებენ ლიტერატურული ნაწარმოებების შერჩევის კრიტერიუმებს, უმცირესობათა რეპრეზენტაციას, გენდერულ თანასწორობას და სხვა. სახელმძღვანელოების ნაწილებად დაყოფას პოზიტიურად აფასებენ, თუმცა აწუხებთ სახელმძღვანელოების არასაკმარისი გამძლეობა იმ პირობებში, როცა მეორადი წიგნი რამდენიმე წლის განმავლობაში რჩება გამოყენებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდების პარალელურად, კონტრაქტორი კომპანია ყოველ ჯერზე წარუდგენს სამინისტროს კვალიფიციური ექსპერტის შესაბამის დასკვნას სახელმძღვანელოების ხარისხთან დაკავშირებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203