დირექტორობის მსურველთა კონკურსში გადახდილი თანხის დაბრუნებაზე განაცხადი 5 დეკემბრამდე უნდა გააკეთოთ - ბრძანება
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში ცვლილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, დირექტორობის მსურველი, რომელიც დარეგისტრირდა 2020 წელს გამოცხადებული შესარჩევი კონკურისის სერტიფიცირებაზე, თუმცა ახლა აღარ სურს კონკურსში მონაწილეობის მიღება თანხის დაბრუნების მოთხოვნა რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე შეუძლია.
ცვლილების მიხედვით, დირექტორობის მსურველი, რომელიც დარეგისტრირდა 2020 წელს გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპისთვის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადაში, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს 2022 წლისათვის გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში. იგი აღარ საჭიროებს 2022 წლის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპისათვის რეგისტრაციას.
არსანიშნავია, ისიც რომ დირექტორობის მსურველი, რომელიც დარეგისტრირდა 2020 წელს გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპისთვის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადაში, თუმცა აღარ სურს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა, უფლებამოსილია მოითხოვოს ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის უკან დაბრუნება, 2022 წლისთვის სერტიფიცირების ეტაპისთვის დადგენილი რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და საბანკო ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს დასაბრუნებელი თანხა. დასაბრუნებელი თანხა მართვის სისტემის მიერ გაიცემა განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში დირექტორობის მსურველი კარგავს სერტიფიცირების ეტაპზე გასვლის უფლებას.
იხილეთ:
დირექტორობის მსურველებმა 35 ლარი უნდა გადაიხადონ - ცნობილია, გამოცდის მინიმალური ბარიერიდირექტორობის გამოცდაზე რეგისტრაცია 24 ოქტომბრიდან დაიწყება - დეტალები