დეკრეტულ შვებულებაზე პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო - დეტალები
21-10-2022

საქართველოს პარლამენტმა, სახელმწიფო ინსტიტუციებს გარკვეული რეკომენდაციები მისცა, რომლის საფუძველიც სახალხო დამცველის ანგარიში გახდა.

სწორედ აღნიშნული დოკუმენტის შედეგად, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა დეკრეტული საკითხის საბოლოოდ მოწესრიგება:

„საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების ერთიანი სტანდარტი იმგვარად, რომ არ გააუარესოს რომელიმე სამიზნე ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობა“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს და რომელიც უკვე ძალაშია.

ბრძანება პედაგოგებსაც შეეხება, მით უმეტეს, რომ ისინი უკვე დიდი ხანია ამ მიმართულებით ცვლილებებს ითხოვდნენ და აღნიშნულის შესახებ, etaloni.ge-სთან განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ.

საბოლოო ბრძანებას კი ჯანდაცვის სამინისტრო გამოაქვეყნებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203