სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა განათლების სამინისტროს მიმართულებით რეკომენდაციები შეიმუშავა და მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი ეხება სკოლებში მონიტორინგის ჩატარებას რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის შემთხვევების გამოსავლენად.
„განათლების სამინისტრომ უზრუნველყოს სკოლებში პროაქტიული მონიტორინგის განხორციელება რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის შემთხვევების გამოსავლენად და მიიღოს ყველა ზომა სათანადო რეაგირებისა და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელიც უკვე ძალაშია და მას ხელს აწერს პარლამენტის თვმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.