„ჩემ სიკვდილამდე და მერეც იქნება ხმები.
ადამიანმა არ უნდა ინერვიულოს მუსიკის მომავალზე,“ - წერდა თანამედროვე მუსიკათმცოდნეობაში გამორჩეული სახე ჯონ კეიჯი. აბსოლუტური სიჩუმის შეუძლებლობის
გათვითცნობიერებამ ხელოვანს 4′33″ - ანუ სიჩუმის კომპოზიცია შეაქმნევინა, რომელმაც
კიდევ ერთხელ წამოჭრა მუსიკის დეფინიციის პრობლემა.
ყველაფერი 1951 წელს დაიწყო, ჰარვარდის უნივერსიტეტში. აქ კედლები, იატაკი და ჭერი იწერდა ყველა ხმას, რომელიც ოთახის სიჩუმეში შეიქმნებოდა, გარე ხმებს კედელი არ ატარებდა. ოთახში შესვლის შემდეგ, ჯეიკს სრული სიჩუმის ნაცვლად, ორი ხმა შემოესმა. როგორც მოგვიანებით განუმარტეს, ეს იყო მისი ნერვული სისტემისა და სისხლის ცირკულაციის ხმები...
დაიბადა იდეა და შეივსო დარბაზი, სადაც საკრავები სდუმან. აქ მუსიკას ცხოვრება ქმნის თავისი ხმაურით, ისიც იშვიათად. რომ გაიგონო, გამალებით უნდა მიუგდო ყური.
4′33″ ესაა 3-ნაწილიანი ექსპერიმენტული კომპოზიცია,
რომელიც 1952 წელს შეიქმნა ნებისმიერი ინსტრუმენტისათვის.
წლების განმავლობაში, ნაწარმოები კეიჯის ყველაზე ცნობილ და ამავდროულად, სადავო ნამუშევრად იქცა.
Etaloni.ge-ს მკითხველს შეუძლია, კომპოზიცია თავად შეაფასოს: