დირექტორებისთვის რეგისტრაცია დაიწყო, მაგრამ ველი დახურულია - სამინისტრო განმარტავს
24-10-2022
დირექტორობის სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია, დღეიდან იწყება, თუმცა სარეგისტრაციო ლინკი ამ დრომდე არ არის გახსნილი, რამაც აპლიკანტთა ნაწილში გაურკვევლობა უკვე გააჩინა. 

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნავს, სარეგისტრაციო ბმული დღის მეორე ნახევრიდან გაიხსნება. „შესაძლოა, უკვე 14:00 საათიდან შეძლოთ რეგისტრაციის გავლა, ამიტომ ყურადღებით იყავით“.

მონაწილეობის საფასური 35 ლარია და მისი გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. 

სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.

რეგისტრაცია 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი - რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე directors.mes.gov.ge

იხილეთ: დირექტორობის მსურველებმა 35 ლარი უნდა გადაიხადონ - ცნობილია, გამოცდის მინიმალური ბარიერი

დირექტორობის გამოცდაზე რეგისტრაცია 24 ოქტომბრიდან დაიწყება - დეტალები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203