ხაშურის N9 საჯარო სკოლაში „ცხოველთა და ფრინველთა დაცვის კლუბი“ შეიქმნა
11-04-2018

შოთა რუსთაველის სახელობის ხაშურის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით „ცხოველთა და ფრინველთა დაცვის კლუბი“ შეიქმნა. 

„ბოლო დროს არც თუ იშვიათად, პრესის ფურცლები, სოციალური ქსელები თუ სატელევიზიო გადაცემები გვაუწყებენ ადამიანების ცხოველებზე თავდასხმის ფაქტებს და ხშირად პოზირებენ კიდეც საკუთარ მსხვერპლთან და არაადამიანიური ქმედების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებენ სოციალურ ქსელში. ამ ყოველივეს დასაგმობად ჩვენ შევქმენით კლუბი, რომელიც ზრუნავს ცხოველებსა და ფრინველებზე“- აცხადებენ კლუბის წევრები. 

მოსწავლეებმა მეგობარ შინაურ ცხოველებთან ერთად ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში განათავსეს. 

კლუბი მომავალში უფრო ბევრი აქტივობის განხორციელებას გეგმავს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203