სტუდენტებისთვის ახალი საცხოვრებელი კამპუსი აშენდება - დეტალები 
24-10-2022

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესების დაფინანსების გაზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან სტუდენებისთვის ახალი კამპუსის აშენება დაიწყება.

„მომავალი წლიდან ბიუჯეტი იზრდება განათლების მიმართულებით. იზრდება დაფინანსება უმაღლესების პროგრამული მიმართულებით. ასევე, ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს ახალი საცხოვრებელი კამპუსი, რომელიც 400 სტუდენტზე იქნება გათვლილი და რომელიც მისცემს საშუალებას სტუდენტებს, როგორ აჭარის მაღალმთიანი რეგიონებიდან, ისე მეზობელი რეგიონებიდან რომ მინიმალური გადასახადის საფუძველზე გააგრძელონ სწავლა და იცხოვრონ საერთო საცხოვრებელში. ამასთან, დაფინანსებას ვზრდით საზღვარგარეთ სწავლისა და პრაქტიკის მიმართულებით“,-აღნიშნა რიჟვაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203