სავანეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ანბანის ზეიმი“ გაიმართა.
ღონისძიება აზერბაიჯანული სექტორის 1-ლი კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის საბინა ისმაილოვას ხელმძღვანელობით მოაწყვეს.
„ანბანის ზეიმს“ მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ღონისძიებაში ქართული ელემენტები გამოიყენს- იცეკვეს, იმღერეს და ლექსები წარმოთქვეს.
„ეს იყო ერთგვარი ინტეგრირებული, ქართულ-აზერბაიჯანული ღონისძიება, რომელმაც გაგვილამაზა კიდევ ერთი დღე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები