ხაშურის №9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის დამლაგებლებს მუსიკალური საღამო მიუძღვნეს
12-04-2018

შოთა რუსთაველის სახელობის ხაშურის №9 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში მუსიკალური საღამო გაიმართა. 

საღამო სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. 

საღამო „მადლობა მზრუნველობისათვის“ მოსწავლეებმა მთლიანად სკოლის ტექნიკურ პერსონალს მიუძღვნეს. 

„მოსწავლეებმა მადლიერების გამოსახატავად სკოლის დამლაგებლებს საკუთარი შემოქმედებით გაულამაზეს ყოველდღიურობა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს,“- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203