დეტალური ინსტრუქცია დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებაზე რეგისტრაციის მსურველებითვის
25-10-2022

დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზე.

დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციასა და ელექტრონულ ტესტირებას უზრუნველყოფს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

ელექტრონული რეგისტრაციის გვერდზე შესასვლელად აკრიფეთ მისამართი https://directors.mes.gov.ge/ ან ისარგებლეთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე არსებული ბმულით.

გაითვალისწინეთ: რეგისტრაციისათვის აუცილებელია, რომ გადახდილი გქონდეთ კონკურსში მონაწილეობის საფასური, რომელიც შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ქვემოთ მოცემული რეკვიზიტების შესაბამისად.


შენიშვნა: გთხოვთ, ნუ ისარგებლებთ მობაილ ბანკისა ან ინტერნეტ ბანკის მომსახურებით და რეგისტრაციის თანხა გადაიხადოთ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ოპერატორის დახმარებით.

ვარსკვლავით (*) მონიშნული ყველა ველის შევსება აუცილებელია.

შესაბამის ველებში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გაეცანით პირობებს, მონიშნეთ პუნქტი „გავეცანი და ვეთანხმები“ და დააჭირეთ ღილაკს „გაგრძელება“, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ სურათზეა ნაჩვენები.



იხილეთ, ინსტრუქციის დამატებითი დეტალები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203