„ბაღიდან ადრე გაიყვანეთ ბავშვი, ჯგუფში მარტო რჩება“ - აქვს თუ არა მსგავსი მოთხოვნის უფლება აღმზრდელს?
25-10-2022

„თქვენი შვილი მარტო დარჩა ჯგუფში და გთხოვთ, გაიყვანოთ ბაღიდან“, - დაახლოებით ამ შინაარსის ტექსტით ყოველდღიურად აღმზრდელები არაერთ მშობელს მიმართავენ, რაც ერთგვარი პრობლემა ხდება, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროს დედა ან მამა, სამსახურშია და ფიზიკურად ვერ ახერხებს ბავშვის დროზე ადრე გაყვანას სააღმზრდელო დაწესებულებიდან.

აქვს თუ არა უფლება ბაღს, მშობელს ბავშვის დროზე ადრე გაყვანა მოსთხოვოს? - ამ კითხვით etaloni.ge-მ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ როდესაც აღმზრდელი ამ შინაარსის ტექსტით მიმართავს მშობელს, ამას აქვს თავისი საფუძველი, თუნდაც ის, რომ ჯგუფში პატარა მარტო დარჩა, თანატოლების გარეშე და ამან შესაძლოა სტრესი გამოიწვიოს. ასე რომ უფლება აქვს თუ არა - საკითხი ასე არ დგას.

„ოფიციალურად, თბილისის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი იწყება 9-ზე და სრულდება 18:00 საათზე, აქედან გამომდინარე, მშობელს აქვს სრული უფლება, პატარა ბაღში საღამოს 6 საათამდე დატოვოს!“ - განაცხადეს უწყებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...